სასწავლო პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
| ||
სახელი და გვარი
|
ლელა წიკლაური
| |
რაიონი
|
ძველი თბილისი
| |
სკოლა
|
N18 საჯარო
| |
ქალაქი
|
თბილისი
| |
თემის მონახაზი
| ||
თემის დასახელება
| ||
,,იაკობ გოგებაშვილის ნატვრის წყარო წიგნში“
| ||
თემის შინაარსი
| ||
მე და ჩემი კლასის მოსწავლეებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება: მეტი გაგვეგო და გვესწავლა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამ მიზნით დავავალე მოსწავლეებს მოეძიებინათ ინფორმაციები ბავშვებისათვის საყვარელი მწერლის შესახებ. შეესწავლათ მცირე დეტალები მისი ბიოგრაფიიდან, წაეკითხათ იაკობის საბავშვო მოთხრობები და ლექსები.
შევქმენით სასწავლო ჯგუფები მოსწავლეთა ინტერესისა და სურვილის მიხედვით. ბავშვებმა ინტერნეტის დახმარებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. მათ ვაჩვენე ჩვენი სახელოვანი მწერლის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი. წარვუდგინე ჩემს მიერ ,,Power-point”-ში მომზადებული პრეზენტაცია. ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციის წარდგენაში საკუთარი ნამუშევრებით. მოვრთეთ საკლასო ოთახი, მოვიწვიეთ სკოლის დირექცია, შეფასების ჯგუფის წევრები, დაინტერესებული პედაგოგები, მშობლები, მოვაწყვეთ მოგზაურობა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების სამყაროში მისი პერსონაჟების დახმარებით, რომლებიც ბავშვებმა როლებად გაითამაშეს. ბოლოს კი მშობელთა აქტიური ხელშეწყობით ვესტუმრეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვარიანში.
| ||
საგანი
| ||
ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ისტ-ი.
| ||
დონე/კლასი
| ||
1-ლი კლასი.
| ||
განხორციელების დროის ჩარჩო
| ||
4კვირა. 8 35 წუთიანი გაკვეთილი. 22.04.-23.05. 2019წელი.
| ||
თემის საფუძვლები
| ||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
| ||
ქართ. დაწყ.(I).3 პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა
· ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, როგორი, რამდენ ხანს და სხვ.);
ქართ. დაწყ.(I).5 ზეპირმეტყველების ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად
ქართ. დაწყ.(I).7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
· წაკითხული ნაწარმოებიდან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს და აფასებს სხვების მიერ შექმნილ ილუსტრაციებს (რამდენად ასახავს ილუსტრაცია ტექსტის შინაარსს).
ს.გ.დაწყ.(I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე
დაყრდნობით ჩანაფიქრის, იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე
დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების გამოყენებით.
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
· იყენებს სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას;
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
· იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს ნახატი ფილმიდან ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
| ||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
| ||
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა
● ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემის გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა
● სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება
საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო წიგნიერება
● ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით.
სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
საკუთარი სასწავლო საჭიროებისა და წარმოდგენების მონიტორინგი
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
· მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
· ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
მიზნები: მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიებას და გაგებას. ტექსტში მოიძიებს და იპოვის კონკრეტულ ინფორმაციას. შეძლებს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. შეისწავლის იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფიას. გაეცნობა მის შემოქმედებას, წაიკითხავს გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს.
| ||
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
| ||
ზოგადი კითხვა
|
რით არის მნიშვნელოვანი იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება?
| |
თემატური კითხვები
|
რა იცით იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ?
| |
შინაარსობრივი
კითხვები
|
სად და როდის დაიბადა იაკობ გოგებაშვილი?
ვინ იყვნენ იაკობის მშობლები?
სად სწავლობდა და რა განათლება მიიღო გოგებაშვილმა?
რით არის გამორჩეული იაკობის მოთხრობები?
სად არის დაკრძალული იაკობ გოგებაშვილი?
| |
შეფასების გეგმა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვ.მ.ვ. ჩეკლისტი. სპეციალური ფორმები. შეფასების რუბრიკები.
ვ.მ.ვ. - ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე - ვიყენებ დასაწყისში, რათა გავიგო მოსწავლის წინარე ცოდნა. ბოლოს ვიყენებ, რომ განვსაზღვრო, რა ისწავლა მოსწავლემ.
შეფასების რუბრიკას ვიყენებ დასაწყისში იმისთვის, რათა მოსწავლეს გავაცნო, თუ რით შეფასდება ის. ბოლოში ვიყენებ იმისთვის, რომ შევაფასო წარმოდგენილი პროდუქტი.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო უნარ-ჩვევები
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
· ბეჭდვის და თაგუნას მოხმარების უნარ-ჩვევები (ბეჭდვა, ფუნქციებში შესვლა, ფაილის დამახსოვრება)
· პროგრამა power point-ში მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები.
· ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო პროცედურები
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ვაცნობ პუბლიკაციას დირექციას, კოლეგებს, მშობლებს.
პროექტზე მუშაობის პირველი კვირა.
კლასში შემაქვს პუბლიკაცია, ვარიგებ და ვაცნობ მოსწავლეებს, თუ რა პროექტზე უნდა ვიმუშაოთ . დავსვამ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს - ზოგადს და თემატურს. გაიმართება დისკუსია. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის მიზნით გამოვიყენებ გრაფიკულ მაორგანიზებელს- ვ.მ.ვ. სქემის ფურცლებს დავარიგებ ინდივიდუალურად და შეავსებენ მოსწავლეები პირველ და მეორე სვეტს. შემდეგ დავსვამ რამდენიმე საკვანძო შინაარსობრივ შეკითხვას. იგეგმება აქტივობები.
პროექტზე მუშაობის მეორე კვირა.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: მოიძიონ ინფორმაციები იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ბავშვებს ვყოფ 4 ჯგუფად შესაძლებლობების და ინტერესების გათვალისწინებით. თითოეული ჯგუფი დაიწყებს მუშაობას. მოიძიებენ საჭირო ინფორმაციებს ინტერნეტის მეშვეობით მშობლების დახმარებით.
პროექტზე მუშაობის მესამე კვირა.
წავიკითხეთ იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები:
· სათვალე
· მუქთამჭამელა
· თხა და გიგო
· ჭიანჭველა და ფუტკარი
· მერცხალი და მეცხვარე
პროექტზე მუშაობის მეოთხე კვირა.
ვაგრძელებთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების კითხვას
მოსწავლეებს დავუსვამ თემატურ და ზოგადი ხასიათის შეკითხვებს. შემდეგ დავურიგებ მათ ტესტს და ვთხოვ შეავსონ, რათა გავიგო, თუ რა ისწავლეს ბავშვებმა პროექტზე მუშაობის დროს.
დასკვნით ეტაპზე მოვაწყობთ პროექტის პრეზენტაციას. მოვიწვევთ სკოლის დირექციას, შეფასების ჯგუფის წევრებს, დაინტერესებულ მასწავლებლებს, მშობლებს, მოვაწყობთ მოგზაურობას იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების სამყაროში მისი პერსონაჟების დახმარებით, რომლებსაც ბავშვები როლებად გაითამაშებენ.
პროექტზე მუშაობის ბოლოს მოვაწყობთ გასვლით ექსკურსიას სოფ. ვარიანში.
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
| ||
ფოტოკამერა
კომპიუტერი (ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა .
| ||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სხვადასხვა სახის ბროშურები, წიგნები.
|
ინვენტარი/მასალები
|
ფორმატები, თაბახის ფურცლები, იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი სურათები.
|
ინტერნეტრესურსები
|
1.
2.
https://www.youtube.com/watch?v=qCl1VpQ_Ixc
|
სხვა რესურსები
|
სკოლის დირექცია, კოლეგები, მშობლები.
|
შეამოწმე შენი ცოდნა
ტესტი
1.ვინ იყო იაკობ გოგებაშვილი?
ა)მსახიობი ბ)საბავშვო მწერალი გ)მხატვარი.
2.სად დაიბადა იაკობ გოგებაშვილი?
ა)თბილისში ბ)გორში გ)ვარიანში.
3.რა შეადგინა იაკობ გოგებაშვილმა?
______________________________________
4.რას ეძახდნენ იაკობს ბავშვობაში?
ა)ენძელას ბ)იას გ)ტიტას.
5.ვინ ესაუბრა იაკობ გოგებაშვილს იაზე?
ა)დედა ბ)მამა გ)ძმა
6.რომელია იაკობ გოგებაშვილის ცნობილი მოთხრობა?
ა),,რწყილი და ჭიანჭველა“ ბ),,ჭიანჭველა და ფუტკარი“
გ),,ჭრიჭინა და ჭიანწველა“.
7.სად არის დაკრძალული იაკობ გოგებაშვილი?
ა)მთაწმინდის პანთეონში ბ)დიდუბის პანთეონში
პროექტის რეფლექსია
პროექტის სახელწოდება: ,,იაკობ გოგებაშვილის ნატვრის წყარო
წიგნში“
კლასი: I ბ
ვადები: 22.04. – 23.05. 2019 წელი.
მონაწილე მასწავლებელი: ლელა წიკლაური
სასწავლო პროექტის შინაარსი:
მე და ჩემი კლასის მოსწავლეებმა მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება: მეტი გაგვეგო და გვესწავლა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ამ მიზნით დავავალე მოსწავლეებს მოეძიებინათ ინფორმაციები ბავშვებისათვის საყვარელი მწერლის შესახებ. შეესწავლათ მცირე დეტალები მისი ბიოგრაფიიდან, წაეკითხათ იაკობის საბავშვო მოთხრობები და ლექსები. შევქმენით სასწავლო ჯგუფები მოსწავლეთა ინტერესისა და სურვილის მიხედვით.
ბავშვებმა ინტერნეტის დახმარებით ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოიძიეს. მათ ვაჩვენე ჩვენი სახელოვანი მწერლის ცხოვრებაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი. წარვუდგინე ჩემს მიერ ,,Power-point”-ში მომზადებული პრეზენტაცია. ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციის წარდგენაში. მოვრთეთ საკლასო ოთახი, მოვიწვიეთ სკოლის დირექცია, შეფასების ჯგუფის წევრები, დაინტერესებული პედაგოგები, მშობლები, მოვაწყვეთ მოგზაურობა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების სამყაროში მისი პერსონაჟების დახმარებით, რომლებიც ბავშვებმა როლებად გაითამაშეს. ბოლოს კი მშობელთა აქტიური ხელშეწყობით ვესტუმრეთ იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ვარიანში.
პროექტის მიზნები და ამოცანები: მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიებას და გაგებას. ტექსტში მოიძიებს და იპოვის კონკრეტულ ინფორმაციას. შეძლებს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. შეისწავლის იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდებს. წაიკითხავს გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობებს. განუვითარდება პრეზენტაციის უნარი.
რა რესურსი იქნა გამოყენებული ან რა რესურსი შეიქმნა:
ინტერნეტით მოძიებული ინფორმაციებით მოვამზადეთ სლაიდშოუ. ვაჩვენე დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილზე. შევისწავლეთ სიმღერა ,,აი ია“. შეარჩიეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები და მათ მიხედვით დახატეს ილუსტრაციები.
პროექტის შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება. ტექსტში მოიძიეს და იპოვეს კონკრეტული ინფორმაცია. შეძლეს ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. წაიკითხეს და ისწავლეს იაკობ გოგებაშვილის საბავშვო მოთხრობები. გაინაწილეს როლები და გაითამაშეს სცენები.
დასკვნა - პროექტის მნიშვნელობა: მოსწავლეებმა განივითარეს პრეზენტაციის უნარი, შეისწავლეს იაკობ გოგებაშვილის ცხოვრების ეპიზოდები, გაეცნენ მწერლის მიერ დაწერილ მოთხრობებს, გაითამაშეს როლებში საბავშვო მოთხრობები. ასევე შეავსეს ტესტი, რომლის
დახმარებით გაირკვა, თუ რა შეისწავლეს და გაიგეს მათ პროექტის მსვლელობის დროს.
პროექტის ანგარიშს თან ახლავს: პროექტის გეგმა, ვიდეომასალა, ფოტომასალა, სლაიდ-შოუ, ტესტი, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პოსტერები.
Комментариев нет:
Отправить комментарий