სოციალური პროექტის გეგმა
სასწავლო თემის ავტორი
|
||
სახელი და გვარი
|
ლელა წიკლაური
|
|
რაიონი
|
ძველი თბილისი
|
|
სკოლა
|
N18 საჯარო
|
|
ქალაქი
|
თბილისი
|
|
თემის
მონახაზი
|
||
თემის დასახელება
|
||
,,გავიღიმოთ თამამად!“ ჯანმრთელი კბილები - ჩვენი მეგობრები
|
||
თემის შინაარსი
|
||
მე და
ჩემი კლასის მოსწავლეებმა მივიღეთ
ერთობლივი გადაწყვეტილება: მეტი გაგვეგო კბილების, მათი მოვლის შესახებ და
გვესწავლა, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯანმრთელი კბილები გვქონდეს?
გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია იმან, რომ კლასში მოსწავლეების უმრავლესობას,
რაც თავად მშობლებმაც დაადასტურეს, ეზარებათ კბილების გახეხვა და მათი მოვლა.
ამიტომ, მშობელთა კრებაზე, მათთან შეთანხმებით, მოსწავლეებს დავავალე მოეძიათ ინფორმაციები
კბილების შესახებ და ნახატებით გადმოეცათ.
მათ უნდა შეესწავლათ კბილების დაზიანების გამომწვევი მიზეზები, ამ
მიზეზების აღმოფხვრის გზები, ვის მიმართავენ ხოლმე ამ დროს და ა. შ.
შევქმენით სასწავლო ჯგუფები მოსწავლეთა
ინტერესისა და სურვილის მიხედვით. ბავშვებმა ბევრი საინტერესო
ინფორმაცია მოიძიეს ინტერნეტის
დახმარებით. მათ ვაჩვენე ვიდეო-მასალა,
წარვუდგინე ჩემს მიერ ,,Power-point”-ში
მომზადებული პრეზენტაცია. ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციის
წარდგენაში.
მოვრთეთ
საკლასო ოთახი, მოვიწვიეთ ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, სტომატოლოგი, სკოლის
დირექცია, შეფასების ჯგუფის წევრები, დაინტერესებული პედაგოგები, სკოლის ექიმი, მშობლები.
|
||
საგანი
|
||
ბუნებისმეტყველება, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნება, ისტ-ი.
|
||
დონე/კლასი
|
||
Iბ კლასი.
|
||
განხორციელების დროის ჩარჩო
|
||
4კვირა. 8 35 წუთიანი გაკვეთილი. 10.04.- 07.05. 2019წელი.
|
||
თემის საფუძვლები
|
||
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
|
||
ბუნ. დაწყ. (I).1. მოსწავლემ უნდა შეძლოს: პრაქტიკულ
აქტივობებში მონაწილეობა და
ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება.
ს.გ.დაწყ.(I).1.
მოსწავლემ უნდა შეძლოს საკუთარ ინტერესებსა და გამოცდილებაზე
დაყრდნობით ჩანაფიქრის,
იდეის, გუნება-განწყობის (ემოციების) და/ან გარემოზე
დაკვირვების შედეგად
მიღებული შთაბეჭდილებების ასახვა ნამუშევარში სახვითი
ხელოვნების ელემენტებისა
და პრინციპების გამოყენებით.
ის ტექნ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის
შესაქმნელი საშუალებების გამოყენება.
·
იყენებს
სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო
აქტივობისას;
ის ტექნ. I.5. მოსწავლეს შეუძლია კვლევის
ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
·
იყენებს საძიებო სისტემას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროდან
მისაღებად (მაგალითად მოიძიებს ლექსის ტექსტს, აუდიო ან ვიდეო ფაილს ნახატი ფილმიდან ან საბავშვო ფილმიდან ნაწყვეტს);
|
||
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
|
||
სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
კრიტიკული აზროვნება და პრობლემის გადაჭრა
·
ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად
და კითხვებზე პასუხების გასაცემად.
კომუნიკაცია
და თანამშრომლობა
·
სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
საინფორმაციო,
მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
საინფორმაციო
წიგნიერება
●
ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური
შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ
პრობლემასთან დაკავშირებით;
სასიცოცხლო
და კარიერული უნარ-ჩვევები
ინიციატივა და დამოუკიდებელი მუშაობა
·
საკუთარი სასწავლო საჭიროებისა და წარმოდგენების მონიტორინგი
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
·
მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადსხვა
ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
·
ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა.
მიზნები: მოსწავლე შეძლებს
სხვადასხვა სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის
მოძიებას და გაგებას. ტექსტში მოიძიებს და იპოვის კონკრეტულ ინფორმაციას.
შეძლებს საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. შეისწავლის პრობლემას
და ისაუბრებს მის მოგვარებაზე.
|
||
მიმართულების მიმცემი
საკვანძო შეკითხვები
|
||
ზოგადი კითხვა
|
ვუვლით თუ არა კბილებს და როგორ?
|
|
თემატური კითხვები
|
რა არის კარიესი? როგორ ჩნდება
კარიესი?
|
|
შინაარსობრივი
კითხვები
|
დღეში რამდენჯერ უნდა გავიხეხოთ კბილები?
რა მოხდება კბილებს თუ არ მოვუვლით?
ვინ გვიშველის, კბილები თუ დაგვიზიანდება?
|
|
შეფასების გეგმა
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების დროის ჩარჩო
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
ვ.მ.ვ. ჩეკლისტი. სპეციალური ფორმები. შეფასების რუბრიკები.
ვ.მ.ვ. - ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე - ვიყენებ დასაწყისში, რათა
გავიგო მოსწავლეთა წინარე ცოდნა. ბოლოს
ვიყენებ, რომ განვსაზღვრო, რა ისწავლეს მოსწავლეებმა.
შეფასების რუბრიკას ვიყენებ დასაწყისში იმისთვის, რათა მოსწავლეს
გავაცნო, თუ რით შეფასდება ის. ბოლოში
ვიყენებ იმისთვის, რომ შევაფასო წარმოდგენილი პროდუქტი.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სხვა საკითხები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
საბაზისო
უნარ-ჩვევები
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
·
ბეჭდვის და
თაგუნას მოხმარების უნარ-ჩვევები
(ბეჭდვა, ფუნქციებში შესვლა, ფაილის დამახსოვრება)
·
პროგრამა power point-ში მუშაობის საბაზისო
უნარ-ჩვევები.
·
ინფორმაციის
მოძიებისა და დამუშავების უნარ-ჩვევა.
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||
სასწავლო
პროცედურები
პროექტზე
მუშაობის დაწყებამდე ერთი კვირით
ადრე ვაცნობ პუბლიკაციას
დირექციას, კოლეგებს, მშობლებს.
პროექტმა მშობელთა დიდი მოწონება დაიმსახურა, ისინი ხალისით ჩაერთვნენ მასში.
პროექტზე მუშაობის პირველი კვირა.
მშობელთა კრებაზე მშობლებს
ვაცნობ თემის, (კბილების მოვლა), აქტუალურობას და საჭიროებას, რომ საკითხთან
დაკავშირებით მოსწავლეებთან ერთად უნდა გაიმართოს საუბარი. კლასში შემაქვს პუბლიკაცია, ვარიგებ და
ვაცნობ მოსწავლეებს, თუ რა პროექტზე უნდა ვიმუშაოთ. დავსვამ მიმართულების მიმცემ შეკითხვებს -
ზოგადს და თემატურს. გაიმართება დისკუსია. მოსწავლეთა საჭიროებების დადგენის
მიზნით გამოვიყენებ გრაფიკულ
მაორგანიზებელს ვ.მ.ვ. სქემას ვავსებ ფრონტალური გამოკითხვის შედეგად. იგეგმება
აქტივობები.
პროექტზე მუშაობის მეორე კვირა.
მოსწავლეებს ვაძლევ დავალებას: მოიძიონ ინფორმაციები კბილების შესახებ. ბავშვებს
ვყოფ 3 ჯგუფად
შესაძლებლობების და ინტერესების
გათვალისწინებით. თითოეული ჯგუფი
დაიწყებს მუშაობას . მოიძიებენ
საჭირო ინფორმაციებს ინტერნეტის
მეშვეობით მშობლების დახმარებით. ასევე სურვილის მიხედვით მოიძიებენ ლექსებს ან მოთხრობებს პროექტის
თემაზე.
პროექტზე
მუშაობის მესამე კვირა.
ბავშვებს
მოაქვთ მოძიებული ინფორმაცია, აცნობენ ერთმანეთს. დასკვნით ეტაპზე
მოვაწყობთ პროექტის პრეზენტაციას. მოვიწვევთ სკოლის დირექციას, სკოლის
ექიმს, შეფასების ჯგუფის წევრებს,
დაინტერესებულ მასწავლებლებს, მშობლებს.
პროექტზე მუშაობის მეოთხე კვირა.
პროექტზე
მუშაობის ბოლოს ისევ დავსვამ თემატურ და ზოგადი ხასიათის შეკითხვებს. მოსწავლეები ისაუბრებენ, თუ რა ისწავლეს
ბავშვებმა პროექტზე მუშაობის დროს, რა გაიგეს ახალი და როგორ მოუვლიან ისინი მომავალში კბილებს. შემდეგ დავურიგებ ტესტს და ვთხოვ
შეავსონ, რათა გავიგო თუ რა ისწავლეს ბავშვებმა პროექტზე მუშაობის დროს.
|
|
||
|
|
|
|
|
|
|
|
|
სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები
|
ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის საჭირო
ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)
|
||
ფოტოკამერა
კომპიუტერი
(ები)
ციფრული კამერა
DVD ფლეიერი
ინტერნეტკავშირი
|
ლაზერული დისკი
საბეჭდი მანქანა/პრინტერი
პროექტორი
სკანერი
ტელევიზორი
|
VCR, ვიდეო
ვიდეოკამერა
ვიდეო საკონფერენციო
აღჭურვილობა.
|
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა .
|
||
მონაცემთა ბაზა/ცხრილები
საგამომცემლო პროგრამები
ელფოსტის პროგრამა
ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
|
ფოტო/სურათების დამუშავება
ინტერნეტძიება
მულტიმედია
|
ვებგვერდის შექმნა
ვორდის პროგრამა
|
ბეჭდვითი მასალები
|
სხვადასხვა
სახის ბროშურები, წიგნები.
|
ინვენტარი/მასალები
|
ფორმატები, თაბახის ფურცლები, მოსწავლეთა მიერ შესრულებული კბილების მოვლის
ამსახველი სურათები, მაკეტები.
|
ინტერნეტრესურსები
|
1.
2.
|
სხვა რესურსები
|
სკოლის დირექცია, კოლეგები, სკოლის ექიმი, მშობლები, ერთ-ერთი მშობელი,
სტომატოლოგი.
|
პროექტის ანგარიში
პროექტის სახელწოდება: ,,გავიღიმოთ
თამამად!“
კლასი: I ბ
ვადები: 10.04. - 07.05. 2019 წელი.
მონაწილე მასწავლებელი: ლელა წიკლაური
სოციალური პროექტის შინაარსი: მე და ჩემი კლასის მოსწავლეებმა
მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება: მეტი გაგვეგო და გვესწავლა
ჯანმრთელი კბილებისა და მათი მოვლის შესახებ.
თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ჯანმრთელი კბილები გვქონდეს. გადაწყვეტილების მიღება
გამოიწვია იმან, რომ აღმოჩნდა, კლასში მოსწავლეების უმრავლესობა, რაც მშობლებმაც დაადასტურეს,
რომელთაც ეზარებათ კბილების გახეხვა და მათი მოვლა. ამიტომ, მშობელთა კრებაზე, მათთან
შეთანხმებით, მოსწავლეებს დავავალე მოეძიათ
ინფორმაციები კბილების შესახებ და ნახატებით
გადმოეცათ. შეესწავლათ დაზიანების გამომწვევი მიზეზები, ამ მიზეზების აღმოფხვრის გზები,
ვის მიმართავენ ხოლმე ამ დროს და ა. შ.
შევქმენით სასწავლო ჯგუფები მოსწავლეთა ინტერესისა
და სურვილის მიხედვით. ბავშვებმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია
მოიძიეს ინტერნეტის დახმარებით. ეს კომპონენტი, როდესაც მოსწავლეები
თავად იძიებდნენ ინფორმაციას, აღმოჩნდა საინტერესო და წარმატებული.
ვაჩვენე
ბავშვებს ვიდეო-მასალა, წარვუდგინე
ჩემს მიერ ,,Power-point”-ში მომზადებული პრეზენტაცია.
ბავშვებმაც მიიღეს მონაწილეობა პრეზენტაციის წარდგენაში. მოვრთეთ საკლასო ოთახი, მოვიწვიეთ
სკოლის დირექცია, სკოლის ექიმი, შეფასების ჯგუფის წევრები, დაინტერესებული პედაგოგები,
მშობლები.
პროექტის მონაწილეებისათვის სასარგებლო იყო აღნიშნულ
თემაზე საუბარი. ბავშვები მეტი სერიოზულობით მიუდგნენ კბილების მოვლის საკითხს. გამოიტანეს
დასკვნა, რომ ჯანმრთელი და მოვლილი კბილები საშუალებას მისცემს მათ ხშირად გაიღიმონ.
ბოლოს კლასში
ჩატარდა მინი ლექცია მოწვეული სტომატოლოგის მიერ. შეხვედრა მოსწავლეთა ჩართულობით გამოირჩეოდა. გაიმართა დისკუსია
პროექტის თემაზე, ბავშვებმა თქვეს მოძიებული ლექსები კბილებზე. პროექტის ეს კომპონენტიც საინტერესო და წარმატებული გამოდგა.
პროექტის მიზნები
და ამოცანები: მოსწავლე შეძლებს სხვადასხვა სახის საინფორმაციო
ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიებას და გაგებას. ტექსტში მოიძიებს
და იპოვის კონკრეტულ ინფორმაციას. შეძლებს საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვას. გაეცნობა
ინფორმაციას კბილებისა და მათი მოვლის შესახებ.
განუვითარდება პრეზენტაციის უნარი. მე ვფიქრობ დასახული მიზნების მიღწევა მოხდა.
რა რესურსი იქნა გამოყენებული ან რა რესურსი
შეიქმნა:
ინტერნეტით მოძიებული
ინფორმაციებით მოვამზადეთ სლაიდშოუ.
მოვასმენინე და ვაჩვენე სარეკლამო რგოლები
ჯანსაღი კბილების შესახებ. მოამზადეს თაბახის ფურცლებზე მათ მიერ მოძიებული ინფორმაცია
ამსახველი ნახატებით.
პროექტის შედეგი: მოსწავლეებმა შეძლეს სხვადასხვა
სახის საინფორმაციო ხასიათის ილუსტრირებულ ტექსტებში ინფორმაციის მოძიება და გაგება.
ტექსტში მოიძიეს და იპოვეს კონკრეტული ინფორმაცია. შეძლეს საკითხის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა. წარადგინეს
მომზადებული პრეზენტაციები.
დასკვნა - პროექტის მნიშვნელობა: მოსწავლეებმა
განივითარეს პრეზენტაციის უნარი,
ისაუბრეს ჯანმრთელ კბილებზე მათი მოვლის წესებზე, წაიკითხეს რამდენიმე ლექსი სარძევე და მუდმივ კბილებზე. ბოლოს კი ხალისით შეავსეს ტესტი ,,შევამოწმოთ ჩვენი
ცოდნა“.
პროექტის ანგარიშს თან ახლავს: პროექტის გეგმა, ფოტომასალა, სლაიდ-შოუ, ტესტი, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი პოსტერები და ბუკლეტი.
ცოდნა
1/ რა ჰქვია დაავადებას, რომელიც
კბილებს აზიანებს? __________________
2/ რა სიხშირით უნდა გავიხეხოთ კბილები?
ა) კვირაში ორჯერ ბ) დღეში ორჯერ
3/ აზიანებს თუ არა კბილებს ტემპერატურის
ცვლილება
პირში? ა) არა ბ) დიახ
4/ ისინი აქვს არამხოლოდ კბილებს, არამედ ხეებს,
ყვავილებს,
ბუჩქებს. _________________________
5/ უნდა შეიცავდეს თუ არა კბილის პასტა ფტორს?
ა) დიახ ბ) არა
6/ რა უფრო სასარგებლოა კბილებისთვის?
ა) კამფეტები ბ) ვაშლი
ა) ქირურგი ბ) სტომატოლოგი
Комментариев нет:
Отправить комментарий