ტრენინგის მეცხრე დღე.
ტრენინგების ცხრადღიანი
კურსი საინტერესო იყო, რადგან დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით. კიდევ ერთხელ
დავრწმუნდით იმაში, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კეთებით სწავლება. გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებს.
განვიხილეთ მე-3 კლასის სტანდარტები. საინტერესო
იყო საუბარი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
საყურადღებო იყო საუბარი შეფასების ხუთ სტრატეგიაზე.
საინტერესო იყო ,,Blogger”-ში მუშაობა, პროექტების გეგმების ნიმუშების განხილვა.
მომეწონა კედლის გაზეთების ნიმუშები.
განვიხილეთ შეფასების ფორმები. საინტერესო
იყო საუბარი ფასილიტაციაზე. ყურადღებამისაქცევი იყო საუბარი ხუთ შეგრძნებაზე.
გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი იტელექტი.
კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნილ პროექტის გეგმებს.
ტრენინგის მეცხრე დღეს ვისაუბრეთ მე-8 მოდულის შესახებ. განვიხილეთ თითოეული გეგმის
დადებითი და უარყოფითი მხარეები. ვისაუბრეთ პრეზენტაციის გაკეთების მეთოდებზე.